ერდოღანი ქირშეჰირის სტუდენტებს შეხვდა

“უახლოესი პერიოდი თურქეთში გარდამტეხი იქნება“

499250
ერდოღანი ქირშეჰირის სტუდენტებს შეხვდა

ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ქალაქ ქირშეჰირის აჰი ევრენის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც მას საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა და თქვა, რომ უახლოესი პერიოდი თურქეთში გარდამტეხი იქნება, რადგან, ბოლოს მოუღებენ ქურთ ტერორისტებს და მასთან ერთად სისხლს და ცრემლებს რა, შემდეგ განვითარების ახალ ეტაპზე გადავლენ.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თურქი ძალოვანებისა და ახალგაზრდების სისხლი აღარ დაიღვაროს, ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოება სრულ გარანტიაზე ავიყვანოთ და შემდეგ დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების უფრო მაღალ სტადიაზე ავიდეთ“, განაცხადა ერდოღანმა.

იგი კიდევ ერთხელ შეეხო რა ახალი კონსტიტუციის მომზადებისა და გაძლიერებულ საპრეზიდენტო სისტემაზე შესაძლო გადასვლის პროცესს, იმედი გამოთქვა, რომ თურქი ხალხი ამ საკითხებშიც კვლავ მის გვერდზე დადგება



მსგავსი ინფორმაციები