კუნძულ მიტილენეზე გადასვლის მცდელობისას 34 უცხოელი დააკავეს

ჩანაქკალეს აივაჯიქის დაბის ღია წყლებში არალეგალური გზებით საბერძნეთის კუნძულ მიტილენეზე გადასვლის მცდელობისას 34 უცხოელი დააკავეს

498666
კუნძულ მიტილენეზე გადასვლის მცდელობისას 34 უცხოელი დააკავეს

ჩანაქკალეს აივაჯიქის დაბის ღია წყლებში არალეგალური გზებით საბერძნეთის კუნძულ მიტილენეზე გადასვლის მცდელობისას 34 უცხოელი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბეჰმარკალეს ღია წყლებში სანაპირო დაცვამ პატრულირების დროს გასაბერი ნავებით კუნძულ მიტილენეზე გადასასვლელად ზღვაში გასული ადამიანთა ჯგუფი აღმოაჩინა.

მათ მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად დაკავებული სირიის, ავღანეთის, პაკისტანის, კამერუნის, მალისა და კონგოს 34 მოქალაქე, რომელთა შორისაც ქალები და ბავშვებიც არიან, ქუჩუქქუიუს დაბაში გადაიყვანეს.

დაკავებულები, მას შემდეგ, რაც მათ საკვები და ტანსაცმელი დაურიგეს, პროცედურების გავლის შემდეგ აივაჯიქის უცხოელთა რეადმისიის ცენტრში გადაიყვანეს.   


საკვანძო სიტყვები: #არალეგალები , #რეადმისია

მსგავსი ინფორმაციები