AKP-ს გენერალური მდივნის და პრემიერმინისტრის ვინაობა ცნობილია

AKP-ს გენერალური მდივნის და პრემიერმინისტრის ვინაობა ცნობილია

493889
AKP-ს  გენერალური მდივნის და პრემიერმინისტრის ვინაობა ცნობილია

თურქეთის მმართველი სამართლიანობის და განვითარების პარტიის ახალი გენერალური მდივანი და პრემიერმინისტრის ვინაობა დღეს გამართულ პარტიის ეროვნული უშიშროების საბჭოს შემდეგ ცნობილი გახდა. AKP-ს პრესმდივანმა ომერ ჩელიქმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი გენერალური მდივანი და პრემიერმინისტრი ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრმა ბინალი ილდირიმი იქნება. სამართლიანობის და განვითარების პარტია 22 მაისს მეორე საგანგებო ყრილობას გამართავს.

AKP-ს გენერალურმა მდივანმა ბინალი ილდირიმმა კი სამადლობელო სიტყვაში პარტიის წევრებს და სხვა წარმომადგენლებს მის მიმართ ამ თანამდებობაზე დასანიშნად გამოჩენილი ნდობისათვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთში ტერორიზმის პრობლემას ერთობლივი მუშაობით ბოლომდე მოაგვარებენ. 



მსგავსი ინფორმაციები