ერდოღანმა გერმანიაში სარჩელი მოიგო

ჰამბურგის სამხარეო სასამართლომ დააკმაყოფილა პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის სარჩელი, რომელიც მან გერმანელი კომიკოსის იან ბოჰმერმანის მხრიდან მისი შეურაცხმყოფელი ლექსის წაკითხვის გამო შეიტანა

492940
ერდოღანმა გერმანიაში სარჩელი მოიგო

ჰამბურგის სამხარეო სასამართლომ დააკმაყოფილა პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის სარჩელი, რომელიც მან გერმანელი კომიკოსის იან ბოჰმერმანის მხრიდან მისი შეურაცხმყოფელი ლექსის წაკითხვის გამო შეიტანა.

სასამართლომ, პრინციპულად „იუმორად“ შეფასებული ლექსის დიდი ნაწილი, კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნია და მისი გავრცელება აკრძალა.

გადაწყვეტილების მიხედვით, იან ბოჰმერმანის აღნიშნული ლექსის წაკითხვა და ამ მიზეზით ერდოღანის შეურაცხმყოფელი ლექსის გარკვეული ნაწილების განმეორება  აიკრძალა.

აქვე ნათქვამია, რომ თუ ბოჰმერმანი ლექსის აღნიშნულ ეპიზოდებს გაიმეორებს ფულადი ჯარიმა 250 ათასი ევრო ან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეტა დაემუქრება. გადაწყვეტილების მიხედვით, ხელოვნებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით განმცხადებლის პიროვნული უფლებებისა და კანონის „აწონვა და გადაწყვეტილების მიღება“ საჭიროა და იუმორში კრიტიკის ზღვარი ღირსების შელახვის შემთხვევაში წყდება.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამასთანავე აღნიშნულია, რომ ბოჰმერმანის მიერ წაკითხული ლექსის გარკვეული ნაწილები კრიტიკის ზღვარს სცდება.

სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ ბოჰმერმანის პიროვნებისთვის კი არა სხვებისთვისაც მოქმედებს და ერდოღანის შეურაცხმყოფელი ლექსის დიდი ნაწილის წაკითხვა გერმანიაში აკრძალა.

პრეზიდენტ ერდოღანის ადვოკატის ჰუბერტუს ფონ შპრენგეს განაცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვტილებით დამტკიცდა, რომ ლექსი შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავია.

შეგახსენებთ, რომ ბოჰმერმანმა 31 მარტს გერმანულ სატელევიზიო არხ ZDF-ზე გასულ გადაცემა “ZDF Neo Royal”-ში პრეზიდენტ ერდოღანის შეურაცხმყოფელი ლექსი წაიკითხა და კომიკოსის გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად გასასამართლებლად თურქეთმა გერმანიას ნოტა გაუგზავნა.

გერმანიის მთავრობამ ბოჰმერმანის გასამართლების უფლება მაინცის გენერალურ პროკურატურას მისცა.


საკვანძო სიტყვები: #გერმანია , #სარჩელი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები