ტერორი შირნაკში

გუშინ, შირნაკის სილოპის რაიონში, მდინარის სანაპიროზე მოთამაშე ბავშვების ნაპოვნი მასის აფეთქებამ  შეიწირა ერთი, მძიმედ დაშავდა სამი ბავშვი

491553
ტერორი შირნაკში

 გუშინ, შირნაკის სილოპის რაიონში, მდინარის სანაპიროზე მოთამაშე ბავშვების ნაპოვნი მასის აფეთქებამ  შეიწირა ერთი, მძიმედ დაშავდა სამი ბავშვი. ბავშვები 8-12-წლისები იყვნენ.

საავადმყოფოში გადაყვანილი ბავშვებიდან ვერ მოხერხდა ერთის გადარჩენა. გრძელდება სამის მკურნალობა.

ამავ დროულად, დიარბექირის სურის რაიონში, მარდინის შესასვლელთან, უცნობი პირების მხრიდან ცეცხლი გაეხსნა პოლიციის საპატრულოს, დაშავდა ერთი პოლიციელი. დაჭრილი გადაყვანილ იქნა დიარბექირის სამხედრო ჰოსპიტალში.

თავდასხმის რეგიონი გადაიკეტა მიმოსვლისთვის. შემთხვევის ადგილიდან გაქცეულმა თავდამსხმელებმა,  დაჭრილი მეგობარი სამკურნალოდ გადაიყვანეს გაზი იაშარგილის საავადმყოფოში. ეჭვმიტანილებს დადევნებულმა პოლიციელებმა, დაჭრილი და თანმხლები სამი თავდამსხმელი საავადმყოფოში დააკავეს.  



მსგავსი ინფორმაციები