ანკარაში ყირიმელი თათრებისთვის გლოვის აქცია გაიმართა

აქციას უკრაინის ელჩი, სერგეი კორსუნსკიც ესწრებოდა

491195
ანკარაში ყირიმელი თათრებისთვის  გლოვის აქცია გაიმართა

ყირიმელი თათრების გადასახლების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით „გლოვის აქცია“ ანკარაში გაიმართა. აქცია  ყირიმელი თათრების ორგანიზაციის  ხელმძღვანელობით გაიმართა. თურქეთის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა წარმოშობით, ყირიმელმა თურქებმა ანკარაში ათათურქის კულტურის ცენტრის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ყირიმის, უკრაინის და თურქეთის დროშებით გამოვიდნენ, რომლებიც როგორც ყირიმის ასევე თურქეთის ეროვნულ ჰიმნსაც კითხულობდნენ. ყირიმელი თათრების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თუნჯაი ქალქაიამ სიტყვით გამოსვლისას 72 წლის წინ რუსეთის მიერ მათ მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთი მსგავს პოლიტიკას დღეს, უკრაინის წინააღმდეგაც ახორციელებს.  ყირიმელი თათრების გადასახლების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ  „გლოვის აქცია“-ს თურქეთში, უკრაინის ელჩი, სერგეი კორსუნსკიც ესწრებოდა. მან განაცხადა, რომ ყირიმის დამპყრობლისგან განთავისუფლებაც ცოტა დრო დარჩა.



მსგავსი ინფორმაციები