დავუთოღლუ ბალკანეთს მიემგზავრება
იგი დღესვე დაბრუნდება სამშობლოში
485860

პრემიერმინისტრის პრეს სამსახურის ინფორმაციით, აჰმედ დავუთოღლუ დღეს ბოსნია და ჰერცეგოვინაში გაემგზავრება. იგი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TİKA-ს მიერ ქალაქ ბანია ლუკაში რესტავრირებული ფერჰადიეს მეჩეთის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
ფერჰადიეს მეჩეთი ოსმანეთის გუბერნატორმა ფერჰატ ფაშამ 1579 წელს გააშენა, მაგრამ, ეს მეჩეთი 1993 წლის 7 მაისს სამოქალაქო ომის დროს სერბებმა დაანგრიეს.
2001 წელს მისი ახლიდან მშენებლობა დაიწყეს, რაშიც უდიდესი მატერიალური და ფინანსური წვლილი შეიტანა TİKA-მ და ახლა 23 წლის შემდეგ მისი ახლიდან ექსპლოატაციაში გადაცემა მოხდება.
სხვათა შორის ეს მეჩეთი UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის შესვლის კანდიდატია.
პრემიერი დავუთოღლუ თურქეთში დღესვე დაბრუნდება.