პარლამენტარებს იმუნიტეტი ვეღარ დაიცავს
კანონ პროექტი საკონსტიტუციო კომისიამ წუხელ მიიღო

წუხელ თურქეთის პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიაზე ხმის უმრავლესობით იქნა მიღებული კანონ პროექტი, რომელიც ხელშეუხებლობის პრინციპს აუქმებს იმ დეპუტატების მიმართ, რომელთაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი და მათ მიმართ სარჩელებია აღძრული სასამართლოებში.
ასე რომ, ამ კანონის პარლამენტის გენერალურ სესიაზე დამტკიცებისა და მისი ძალაში შესვლის შემდეგ დეპუტატები იმუნიტეტით ვეღარ ისარგებლებენ და ისინიც წარსდგებიან სასამართლოს წინაშე.
პარლამენტის გენერალური სესია მომავალ კვირას ჯერ განიხილავს და შემდეგ კენჭს უყრის ამ კანონს, რომელსაც პარლამენტში შესული 4 პარტიიდან მას მხარს უჭერს 3 პარტია, ხოლო ქურთების ხალხთა დემოკრატიული პარტია კი მის წინააღმდეგ გამოდის და მათ წუხელ არ მიიღეს მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიაში გამართულ კენჭისყრაშიც რა, დარბაზი დატოვეს.
530 დეპუტატიან პარლამენტში დღემდე სულ 619 სარჩელია აღძრული და ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ყველა საქმე სასამართლოს გადაეგზავნება
მსგავსი ინფორმაციები

ჰულუსი აქარი: „ვიმედოვნებთ, რომ ეგეოსი და ხმელთაშუა ზღვა იქნება მეგობრობის ზღვა“
ჰულუსი აქარი: „ვიმედოვნებთ, რომ ეგეოსი და ხმელთაშუა ზღვა იქნება მეგობრობის ზღვა“

თურქეთი, 26 აგვისტოს შვედეთთან და ფინეთთან შეხვედრას გამართავს
თურქეთი, 26 აგვისტოს შვედეთთან და ფინეთთან შეხვედრას გამართავს