ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 1 სამხედრო დაიღუპა

დიარბაქირის დაბა დიჯლეში პკკ-ს ტერორისტების მიერ დაბის ჟანდარმერიის სარდლობაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 1 სამხედრო დაიღუპა

482148
ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 1 სამხედრო დაიღუპა

დიარბაქირის დაბა დიჯლეში პკკ-ს ტერორისტების მიერ დაბის ჟანდარმერიის სარდლობაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 1 სამხედრო დაიღუპა, 26 კი დაშავდა, მათ შორის სამოქალაქო პირებიც.

დაშავებულები ვერტმფრენებითა და სასწრაფო დახმარების მანქანებით დიარბაქირის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

დაჭრილებიდან სამის მდგომარეობა მძიმეა.

ამავდროულად, დაბა ჰანიდან დიჯლეში მიმავალ პოლიციის დამატებით ჯგუფებს გზაში ცეცხლი გაუხსნეს, რასაც შეტაკება მოჰყვა.

ქალაქ გაზიანთეფში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით კი 20-ზე მეტ სხვადასხვა მისამართზე ოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც რამდენიმე პიროვნება დააკავეს.  


საკვანძო სიტყვები: #დიარბექირი , #ტერორისტები , #პკკ

მსგავსი ინფორმაციები