დავუთოღლუ ერისადმი სატელევიზიო მიმართვით გამოვიდა

დავუთოღლუ ერისადმი სატელევიზიო მიმართვით გამოვიდა

481660
დავუთოღლუ ერისადმი სატელევიზიო მიმართვით გამოვიდა

თურქეთის პრემიერმინისტრმა, აჰმედ დავუთოღლუმ წუხელ ერისადმი სატელევიზიო მიმართვით გამოვიდა და ე.წ. ქუთულ ამარეს გამარჯვებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული გამარჯვება ახლო აღმოსავლეთში ყველა მრწამსის და ეთნიკური წარმომავლობის მხრიდან  კოლონიალიზმის და დამპყრობლების წინაშე ერთობლივად მიღწეული გამარჯვება იყო. დავუთოღლუმ სატელევიზიო მიმართვაში ასევე სხვა საკითხებზეც  გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ თურქეთს დღეს პროფესიონალი მმართველები მართავენ. „ტერორისტული თავდასხმებით ჩვენი ქვეყნის მომავლისადმი გადასადგმელი მნიშვნელოვანი დაბრკოლების მსურველები ყოველთვის გამოჩნდებიან. მათ წინაშე ჩვენი ყველაზე კარგი გამოსვლი ხერხი ერთად დგომაა. ყოველთვის გჯეროდეთ, რომ საზღვრების და ჩვენი ყველა მოქალაქის სიმშვიდისთვის დღე და ღამე ვმუშაობთ. ჩვენი ყველა მოქალაქის და მთლიანი ტერიტორიების დასაცავად აუცილებლად ყველა საჭირო ნაბიჯს გადავდგამთ, სანამ საჭირო იქნება,“ განაცხადა დავუთოღლუმ ერისადმი სატელევიზიო  მიმართვაში. მან ასევე თურქეთის ეკონომიკურ წინსვლაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ მომდევნო თვეებში ეკონომიკის თვალსაზრისით  მნიშვნელოვან წინსვლა ელოდებიან.  პრემიერმინისტრმა 1 მაისთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება რა, ყველას მშრომელთა დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მშრომელების უფლებების დასაცავად მთავრობა ყველაფერს გააკეთებს.  



მსგავსი ინფორმაციები