დღეს ნუსაიბინში შეჰიდი გახდა 1 ჯარისკაცი

2 დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

481390
დღეს ნუსაიბინში შეჰიდი გახდა 1 ჯარისკაცი

კიდევ 1 სამწუხარო ინფორმაცია მივიღეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიიდან, სადაც თურქი ძალოვანები აგრძელებენ ანტიტერორისტულ ოპერაციებს ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას წინააღმდეგ.

გენშტაბიდან გავრცელებული ცნობით, დღეს დილით, მარდინის ოლქის ნუსაიბინის რაიონში ქუჩებში ჩადებული ბომბების გაუვნებელყოფისას თურქ ძალოვანებს რაკეტები ესროლეს სეპარატისტებმა, რის შედეგადაც შეჰიდი გახდა კიდევ 1 ჯარისკაცი, ხოლო 2 პოლიციელი კი დაიჭრა, რომლებიც სასწრაფოებით გადაიყვანეს ნუსაიბინის სახელმწიფო საავადმყოფოში.

თურქმა ძალოვანებმა ტერორისტების ადგილსამყოფელის დასადგენად და მათი ლიკვიდაციისათვის რეგიონში სპეცოპერაცია დაწყეს.

ამავე ცნობით თურქმა გამანადგურებლებმა ჩრდილოეთ ერაყის კანდილის, ჰაქქურქის და ავაშინის მთები დაბომბეს, სადაც თავს აფარებენ პკკ-ას ტერორისტები



მსგავსი ინფორმაციები