ტერორისტის ვინაობის დადგენა გრძელდება

ტერორისტის ვინაობის დადგენა გრძელდება

479915
ტერორისტის ვინაობის დადგენა გრძელდება

გუშინ ბურსაში ისტორიული ქაფალი ჩარშის ანუ დახურული ბაზრის, ულუ მეჩეთის მხარეს თვითმკვლელმა ქალმა სხეულზე მიმაგრებული ბომბი ააფეთქა, რის შედეგადაც თვითონ გარდაიცვალა, 13 ადამიანი დაშავდა. ეს ფაქტი უშინ ადგილობრივი დროით 17:26 წუთზე მოხდა. მომხდარის შემდეგ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეჰმედ მუეზზინოღლუმ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დაშავებულების მდგომარეობას სასიცოცხლო  საფრთხე არ ემუქრებათ.  ტერორისტი 25 წლის ქალი გახლდათ, რომლის სხეული აფეთქების შედეგად მთლიანად დანაწევრდა. მიმდინარეობს მისი  ვინაობის დადგენა. მეორეს მხრივ  გუშინ ბურსაში  განხორციელებული ტერაქტის შემდეგ ოთხ რეგიონში 12 პირი იქნა დაკავებული.  გუშინდელ ფაქტს ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა   ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამოეხმაურა და მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრისგან ინფორმაცია მიიღო. მან ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს. მომხდარის შესახებ ასევე პრემიერმინისტრმა აჰმედ  დავუთოღლუმ სამართლიანობის და განვითარების პარტიის ცენტრალურ ოფისში შინაგან საქმეთა მინისტრ ეფგან ალასთან შეხვედრა გამართა და მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიიღო. ამ ფაქტს ოპოზიციის პარტიის (CHP) ლიდერმა ქემალ ქილიჩთაროღლუმ სოციალურ ქსელ twitter-ის მეშვეობით გამოეხმაურა რა, მომხდარი დაგმო და  დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.  გუშინდელ ტერაქტს ასევე სხვა სახელმწიფო მოხელეებიც გამოეხმაურნენ.   მათ ყოველგვარი ტერაქტი ერთხმად დაგმეს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვეს.  



მსგავსი ინფორმაციები