დავუთოღლუმ ანკარის ესენბოღას აეროპორტში დღის წესრიგი შეაფასა

დავუთოღლუმ ანკარის ესენბოღას აეროპორტში დღის წესრიგი შეაფასა

479847
დავუთოღლუმ ანკარის ესენბოღას აეროპორტში დღის წესრიგი შეაფასა

თურქეთის პრემიერმინისტრი აჰმედ დავუთოღლუ ოფიციალური ვიზიტით ყატარში გაემგზავრა. მან გამგზავრებამდე ანკარის ესენბოღას აეროპორტში დღის წესრიგი შეაფასა. დავუთოღლუს ჟურნალისტებმა ახალი კონსტიტუციის ჩამოყალიბების შესახებ შეკითხვები დაუსვეს რა, მან ასეთი პასუხი გასცა: „თანამედროვე ლიბერალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის ახალი კონსტიტუცია უნდა ჩამოვაყალიბოთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ ახალ კონსტიტუციაში ეროვნული ღირებულებები დაცული იყოს.“ მისივე თქმით ახალი კონსტიტუციის შესახებ ტექსტის მომზადება გრძელდება და მალე მას საზოგადოებას წარუდგენენ. დავუთოღლუმ ასევე საპრეზიდენტო სისტემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ სურთ როგორც საგარეო ასევე შიდა პრობლემების მოგვარებისათვის გაუგებრობის აღმოფხვრის მიზნით ახალი სისტემა შექმნან. მან ასევე პროფკავშირებს, 1 მაისის აღსანიშნავად, სტამბოლში, დიერბაქირის მოედნის საკითხზე შეთანხმების გამო მადლობა გადაუხადა.



მსგავსი ინფორმაციები