თურქეთის მწვავე რეაქცია რუსეთს, ყირიმთან დაკავშირებით

ამ კანონით, ყირიმელი თათრები უპირისპირდებიან დაშინების, დანებების პოლიტიკას

479296
თურქეთის მწვავე რეაქცია რუსეთს, ყირიმთან დაკავშირებით

თურქეთმა, მწვავე რეაქცია გამოთქვა რუსეთის ანექსირებულ ყირიმში, თათრული ეროვნული ასამბლეის საქმიანობის აკრძალვის და ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეტანის მიმართ.

სამინისტროს წერილობით განცხადებაში აღინიშნა, ყირიმის თათრული მეჯლისი ეს არის ყირიმელი თათრების თავისუფალი ნების გამომხატველი, დემოკრატიული გზით არჩეული კანონიერი წარმომადგენლობის ორგანო. ხსენებული მეჯლისის საქმიანობის აკრძალვა, ეს არის  ნახევარ კუნძულის, რუსეთის მხრიდან უკანონო გზით ოკუპაციის და ანექსიის შემდეგ, ყირიმელი თათრების ერთობის და თანასწორობის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

ამ კანონით, ყირიმელი თათრები უპირისპირდებიან დაშინების, დანებების პოლიტიკას. ეს არის როგორც ყირიმელი თათრების წინააღმდეგ მიმართული სისტემატიური და კოლექტიური ზეწოლის, ისე ნახევარკუნძულზე  მცხოვრები ხალხების პირველადი უფლებების და თავისუფლების შელახვის მიზნით განხორციელებული ზეწოლების გამოხატულება, რომელსაც სინანულით ხვდება თურქეთი და მწვავედ გმობს მას. თურქეთი, მტკიცე გადაწყვეტილებით გააგრძელებს ყირიმელი თათრებისთვის მხარდაჭერას კანონიერ ბრძოლებში და ამგვარი ზეწოლების დასრულებისთვის გამოჩენილ მცდელობებში.



მსგავსი ინფორმაციები