ახალი დარტყმები ისლამურ სახელმწიფოს

ახალი წლის აქეთ ლიკვიდირებულია 500-მდე ბოევიკი

477916
ახალი დარტყმები ისლამურ სახელმწიფოს

 

თურქეთის გენშტაბის პრეს სამსახურის ცნობით დღეს, შუადღის შემდეგ თურქეთის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავმა სირიის ჩრდილოეთში, კონკრეტულად ალეპოს ჩრდილოეთში მდებარე გაკკას დასახლებაში ისლამური სახელმწიფოს კუთვნილი და თურქეთისკენ გასასროლად მომზადებული სარაკეტო დანადგარები დააფიქსირა, რომლებიც თურქულმა სამხედროებმა საარტილერიო ცეცხლით გაანადგურეს და ამ დროს ლიკვიდირება გაუკეთეს 8 ბოევიკსაც.

ასე რომ, მიმდინარე წლის 9 იანვრის აქეთ თურქეთის არმია მასიურად ბომბავს DEAŞ-ის ობიექტებს და დღემდის მთლიანობაში ლიკვიდირება გაუკეთა 500-მდე ბოევიკს.

“თურქი ძალები ამით საკადრის პასუხს აძლევენ ტერორისტების მხრიდან ქალაქ ქილისზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს, რომლებსაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან“, აღნიშნულია გენშტაბის პრეს სამსახურის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები