ანკარა სირიაში დეაშის ობიექტებს ბომბავს
ახალი წლის აქეთ ლიკვიდირებულია 500-მდე ბოევიკი

თურქეთის გენშტაბის პრეს სამსახურის ცნობით შეიარაღებულმა ძალებმა ისარგებლეს რა კონსტიტუციური თავდაცვის უფლებით, გუშინ საარტილერიო დარტყმები განახორციელეს სირიაში ისლამური სახელმწიფოს ობიექტებზე და ლიკვიდირება გაუკეთეს 370 ტერორისტს, ხოლო ამის პარალელურად მიწასთან გაასწორეს ტერორისტების თავშესაფრები, საწყობები და არსენალები. თურქეთი მიმდინარე წლის 9 იანვრის აქეთ მასიურად ბომბავს DEAŞ-ის ობიექტებს და მთლიანობაში ლიკვიდირება გაუკეთა 500-მდე ბოევიკს. “თურქი ძალები ამით საკადრის პასუხს აძლევენ ტერორისტების მხრიდან ქალაქ ქილისზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს, რომლებსაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან“, აღნიშნულია გენშტაბის პრეს სამსახურის განცხადებაში
მსგავსი ინფორმაციები

პრეზიდენტმა ერდოღანმა ნიუ-იორკში სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები გამართა
პრეზიდენტმა ერდოღანმა ნიუ-იორკში სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები გამართა