იზმირის ორი სანაპირო ერთმანეთს დაუკავშირდა

იზმირის ორი სანაპირო ერთმანეთს დაუკავშირდა

475975
იზმირის ორი სანაპირო ერთმანეთს დაუკავშირდა

იზმირის ორი სანაპირო ერთმანეთს დაუკავშირდა

გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, პრემიერმინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ და ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრმა ბინალი ილდირიმმა სტამბოლ-იზმირის დამაკავშირებელი იზმირის ყურის ხიდის ბოლო ფილა ერთად ჩასვეს. ერდოღანმა სტამბოლ-იზმირის დამაკავშირებელი გზის მნიშვნელოვანი ნაწილის იზმირის ყურის ხიდის სახელიც გუშინ პირველად განაცხადა და მას „ოსმან გაზის ხიდი“ ეწოდა. ერდოღანმა ხიდის ბოლო ფილას ჩასმის ცერემონიალის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2023 წლის მიზნებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება განახორციელეს და ეს მათთვის ერთგვარი სტიმულია იმისა, რომ სხვა მსგავსი პროექტები დამოუკიდებლად განახორციელონ. აღნიშნული ხიდი ოფიციალურ ფუნქციონირებას მომდევნო თვეში შევა. მისი სიგრძე 2682, სიმაღლე 252, სიგანე კი 36 მეტრია. სტამბოლ-იზმირის დამაკავშირებელი იზმირის ყურის ხიდის ფუნქციონირებაში შესვლის შემდეგ სტამბოლიდან ბურსაში ჩასვლა 45 წუთში იქნება შესაძლებელი.



მსგავსი ინფორმაციები