მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტი 2016 წლის 23-24 მაისს სტამბოლში ჩატარდება

თურქეთი სამიტზე საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაუზიარებს ამ სფეროში თავის გამოცდილებას

474788
მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტი 2016 წლის 23-24 მაისს სტამბოლში ჩატარდება

მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტი 2016 წლის 23-24 მაისს სტამბოლში ჩატარდება.

თურქეთი სამიტზე საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაუზიარებს ამ სფეროში თავის გამოცდილებას.

მსოფლიო ისტორიაში პირველად გასამართი მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის მიზანი არსებული გლობალური ჰუმანიტარული სისტემის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების გზების განხილვა და ამასთანავე ჰუმანიტარული დახმარების სამუშაოების დღის წესრიგის შექმნა გახლავთ.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა სამიტს „ღონისძიებაზე უფრო მეტი„ უწოდა და განაცხადა, რომ სამიტზე ჰუმანიტარული დახმარებების და სასწრაფო ჩარევის განხორციელების გზებზე და საჭიროების მქონე ადამიანებისათვის ჩატარებულ მცდელობებს განიხილავენ.

სამიტს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 5 ათასი ადამიანი დაესწრება და მათ შორის იქნებიან სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ეთად საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, წითელი ჯვრისა და საქმიანი სამყაროს წარმომადგენლები.

ღონისძიების ორგანიზატორი, რომელსაც თურქეთი უმასპინძლებს საგარეო საქმეთა სამინისტრო იქნება.

სამინისტროს მხარდაჭერას გაუწევს თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციათა სამმართველო და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო.

სამიტის მთავარი თემები იქნება „ჰუმანიტარულ სფეროში ღონისძიებები“, „დაუცველობის შემცირება და რისკის მართვა“, „ინოვაციის მეშვეობით ტრანსფორმაცია“ და „კონფლიქტებში ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილება“.

სამიტზე ასევე განხილული იქნება სირიის კრიზისის თემა და დევნილთა პრობლემის დასაძლევად ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობა.


საკვანძო სიტყვები: #ჰუმანიტარული სამიტი

მსგავსი ინფორმაციები