ერდოღანმა რუჰანი მიიღო
დღეს ასევე თურქეთ-ირანს შორის უმაღლესი რანგის თანამშრომლობის საბჭო გაიმართება
ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მყოფი ირანის პრაზედენტი ჰასან რუჰანის, დღეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრეზიდენტოს სასახლეში ოფიციალური დახვედრა მოუწყო. დღეს ასევე თურქეთ-ირანს შორის უმაღლესი რანგის თანამშრომლობის საბჭო გაიმართება, რომელსაც ერდოღანი და რუჰანი გაუწევენ თანა თავჯდომარეობას. რუჰანის თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის ურთიერთობა და რეგიონში არსებული პრობლემები უნდა იქნეს განხილული. მხარეები ასევე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასაც განიხილავენ. ორი ქვეყნის ლიდერს შორის გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა: „თურქეთი და ირანი როგორც საერთაშორისო არენაზე ასევე რეგიონისათვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ქვეყნებია. ამიტომ რეგიონში არსებული ტერორიზმის და სექტანტური დაძაბულობიდან წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრისათვის ერთად მოქმედებაა საჭირო.“ მან ასევე დასძინა, რომ მიუხედავად მათი განსხვავებული პოლიტიკური ხედვისა, მოლაპარაკებების გზით ამ საკითხის მოგვარებაც შესაძლებელია, რომელიც ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ შეიძლება იქნას გამოყენებული.