პკკ-მ წარუმატებლობა აღიარა

ჰაქქარის იუქსექოვას დაბაში პკკ-ს ტერორისტების ერთმანეთში გადამცემით საუბრის დროს აღიარეს, რომ ე. წ. „ავტონომიური მმართვლეობის“ გამოცხადებამ მიზნის მიღწევა ვერ უზრუნველყო

471188
პკკ-მ წარუმატებლობა აღიარა

სირიაში ქაოსითა და თურქეთში საარჩევნო პროცესით მოსარგებლე ტერორისტულმა ორგანიზაცია პკკ-მ 2015 წლის ივლისში პრობლემის მოგვარებისათვის დაწყებული პროცესის საბოტაჟი მოაწყო და განაახლა თავდასხმები, რის შემდეგაც მათთვის მიყენებული დარტყმა აღიარეს.

ჰაქქარის იუქსექოვას დაბაში პკკ-ს ტერორისტების ერთმანეთში გადამცემით საუბრის დროს აღიარეს, რომ ე. წ. „ავტონომიური მმართვლეობის“ გამოცხადებამ მიზნის მიღწევა ვერ უზრუნველყო.

უსაფრთხოების ძალების მიერ ჩაწერილი საუბარში საყურადღებოა ის რომ აღიარებულია ბოლო დროს ტერორგანიზაციის წარუმატებლობა.

პკკ-მ შირნაქში, დიარბაქირში, მარდინსა და ჰაქქარის ქალაქის ცენტრებში დღემდე ასობით წევრი დაკარგა. უსაფრთხოების ძალებმა რეგინი ტერორისტებისგან დიდწილად გაწმინდეს.

ოპერაცის შემდეგ ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების დროს ტერორგანიზაციის კუთვნილი მრავალი იარაღი და საბრძოლო და სამედიცინო მასალა იქნა აღმოჩენილი.

გუშინ ჩატარებული ოპერაციის დროს შირნაქში 7, მარდინში კი 6 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

ნუსაიბინში 14 მარტს დაწყებული ოპერაციის დროს ლიკვიდირებულ ტერორისტთა რაოდენობამ 220-ს მიაღწია, შირნაქში კი 190-ს.

შირნაქში უშიშროების სამმართველოში დასაქმებული ორი გუშაგი დააკავეს, რომელთაც ბრალად ედებათ ტერორისტული ორგანიზიცია პკკ-ს დახმარება. დადგინდა, რომ გუშაგები სამსახურის ცვლის დასრულების შემდეგ ტერორისტებთან ერთად უბნებში მორიგეობდნენ.


საკვანძო სიტყვები: #პკკ

მსგავსი ინფორმაციები