დეაშის ბოევიკები თურქეთში აპირებდნენ გადმოსვლას

2 ლიკვიდირებულ იქნა, 3 დააკავეს

470047
დეაშის ბოევიკები თურქეთში აპირებდნენ გადმოსვლას

გაზიანთეფის გუბერნიიდან გავრცელებული ინფორმაციებით წუხელ, გვიან ღამით სირიიდან თურქეთში არალეგალურად გადმოსვლის მცდელობისას ისლამური სახელმწიფოს წევრი 1 ბოევიკი ლიკვიდირებულ იქნა, ხოლო 1 კი დაჭრეს და მათი თანმხლები 4 კაცი, მათ შორის 3 ქალი კი დააკავეს, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანილი დაჭრილი ტერორისტი ექიმების დიდი მცდელობების მიუხედავად ვერ გადაარჩინეს.

დაკავებულ 3 ტერორისტ ქალს სამედიცინო კონტროლის შემდეგ სასამართლოზე გაიყვანენ და ისინი გასამართლდებიან შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისა და კიდევ “სპეციალური უსაფრთხოების ზონის დარღვევის“ ბრალდებით



მსგავსი ინფორმაციები