სტამბოლი ითო-ს სამიტს მასპინძლობს

ჯერ დიპლომატების სხდომა ჩატარდა

469785
სტამბოლი ითო-ს სამიტს მასპინძლობს


სტამბოლის კონგრესების დარბაზში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მე-13 შეკრება გაიმართა, რომელზედაც სიტყვით გამოსულმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ სექტანტური და კონფესიური განსხვავებულობანი დიდ დარტყმას აყენებს მთლიანად ისლამსაც და საერთოდ ისლამურ სამყაროსაც, რის დასტურია მრავალ მუსლიმანურ ქვეყანაში წარმოქმნილი შიდა ომები, ტერორისტული თავდასხმები, არა სტაბილურობები, რადიკალიზმი და ა.შ. რასაც უმრავლეს შემთხვევებში სრულიად უდანაშაულო მშვიდობიანი ადამიანები ეწირებიან, ამიტომაც მისი თქმით საჭიროა ხმის ამაღლება, რადგან, საბოლოო ჯამში ისლამის იმიჯი ფუჭდება და მას ტერორიზმთან აიგივებენ.

“დროა მუსლიმანურმა სამყარომ ერთსულოვნება გამოიჩინოს, ერთმანეთს სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადოს და სისხლისა და ომის მაგივრად სტაბილურობამ და აღორძინებამ დაისადგუროს“, განაცხადა ჩავუშოღლუმ და ამ მიზნით ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოს ითო-იის 2025 წლის საგზაო რუკით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვათ.

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი 57 ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობით სამიტი ხვალ და ზეგ ამავე კონგრესების დარბაზში გაიმართება და მასზე განიხილავენ რა ისლამური სამყაროს პრობლემებს და გამოწვევებს, მათი მოგვარების გზებსაც დასახავენ.

სამიტს მისასალმებელი სიტყვით გახსნის თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, რომელიც ხსენებული ორგანიზაციის როტაციულ თავჯდომარეობასაც გადმოიბარებს



მსგავსი ინფორმაციები