შეჰიდთა რაოდენობა გაიზარდა

დიარბაქირის თავდასხმას 4 ჯარისკაცი ემსხვერპლა

469685
შეჰიდთა რაოდენობა გაიზარდა

ქურთი ტერორისტების მხრიდან დიარბაქირის ოლქის ჰანის რაიონის ჟანდარმერიის განყოფილებაზე განხორციელებული ბომბიანი თავდასხმის შედეგად დაღუპულ ჯარისკაცთა რაოდენობა 4 კაცამდე ავიდა და ამათგან 2 ჯარისკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაღუპულთა სისხლი არ შერჩათ ტერორისტებს, რადგან ძალოვანებმა ჰაქქარიში სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირება გაუკეთეს 13 სეპარატისტს.

შანლიურფაში ჟანდარმერიამ სირიიდან თურქეთში არალეგალურად გადმოსული 1 ტერორისტი დააკავა, ხოლო კიდევ 1 ტერორისტი ლიკვიდირებულ იქნა თუნჯელის ოლქში.

მარდინის გუბერნიიდან გავრცელებული განცხადებით ნუსაიბინის რაიონში წარმოებული ოპერაციების დროს დღემდე ლიკვიდირებულ იქნა 214 ტერორისტი



მსგავსი ინფორმაციები