დავუთოღლუმ ინტერვიუ მისცა შანლიურფას ტელეარხს

“ქურთებს და არაბებს ვერავინ გადაგვამტერებს“

469554
დავუთოღლუმ ინტერვიუ მისცა შანლიურფას ტელეარხს

თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ შანლიურფაში მყოფმა პრემიერმა დავუთოღლუმ ინტერვიუ მისცა ადგილობრივ ტელევიზიას და თქვა, რომ როცა სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, ამერიკამ პირველ ეტაპზე ვერ გაიგო ამ ომის სიმძიმე და მასშტაბები, რის შესახებაც მას ანკარამ წინასწარ ამცნო, რის გამოც საქმე კიდევ უფრო გართულდა და აგერ უკვე მეხუთე წელია რაც ეს ქვეყანა ერთის მხრივ სისხლისგან იცლება, ხოლო მეორეს მხრივ ქვეყნიდან წასულთა რაოდენობაც დღითიდღე იზრდება.

“მავან მავანებს ძალიან უნდათ რომ სირიაში არსებული კონფლიქტი თურქეთსაც გადმოედოს და ამ მიზნით რადიკალისტ ისლამისტებსაც იყენებენ და ქურთ ტერორისტებსაც, მაგრამ, მათი ეს მცდელობა უშედეგო გამოდგება, რადგან, თურქეთში მცხოვრები არაბებიც და ქურთებიც ძვალ-ხორციანადა არიან ინტეგრირებულნი თურქებთან და ასე ძმებად დარჩებიან ბოლომდის“, განაცხადა დავუთოღლუმ.

იგი ახალი კონსტიტუციის მზადებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა 1980 წლის 12 სექტემბრის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მომზადებული ეს სამხედრო კონსტიტუცია სამოქალაქო კონსტიტუციით შეიცვალოს



მსგავსი ინფორმაციები