იბრაჰიმ ქალინმა დაგმო რელიგიის გაიგივება ტერორიზმთან
“ყველა რელიგია არა კაც ჰკლას ქადაგებს“

პრეზიდენტის კანცელარიის გენერალური მდივნის მოადგილემ და პრეს წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა მონაწილეობა მიიღო აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის პრობლემებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში და აქ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ისლამური სახელმწიფო, DEAŞ-ი, სირიის ომს ჯერ ერთი თავისი ორგანიზაციის ახალი წევრებით შევსებისათვის იყენებს, ხოლო მეორეს მხრივ რადიკალური იდეოლოგიის გავრცელების მიზნით მათ აწყობთ სირიაში ქაოსი და არასტაბილურობა.
მისივე თქმით თვით ამ რადიკალური ორგანიზაციის შექმნას ხელი შეუწყო ერაყსა და სირიაში დაწყებულმა სამოქალაქო ომებმა, რომლებმაც ორივე ქვეყანაში 100 ათასობით ადამიანი იმსხვერპლეს და აი ამ შიდა ომებმა ხელი შეუწყვეს ისეთი რადიკალური ორგანიზაციების შექმნა-გაძლიერებას, როგორებიც არიან დეაში, ელ ნუსრა და სხვები.
“არ შეიძლება ხსენებული ორგანიზაციების გაიგივება ისლამთან, ზუსტად ისევე, როგორც არ შეიძლება კატალონიური ეტას ან ირლანდიური რადიკალისტური ორგანიზაციის გაიგივება ქრისტიანობასთან, ანდა ინდური და მიანმარული რადიკალისტების გაიგივება ბუდიზმთან. მოკლედ, რადიკალიზმი მარტო ისლამს არ ახასიათებს, არამედ სხვა რელიგიებსაც ახასიათებთ და ამიტომ მათი გაიგივება ტერორიზმთან დაუშვებელი და უმართებულოა, რადგან, ისინი მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულს და არა კაც ჰკლას ქადაგებენ“, განაცხადა ქალინმა