ჟან ბოჰმერმანის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო

ჟან ბოჰმერმანის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო

466330
ჟან ბოჰმერმანის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო

ჟან ბოჰმერმანის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო

გერმანიაში, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ სატელევიზიო არხის ZDF-ის ერთ-ერთ პროგრამაში თითქოსდა ლექსის წაკითხვის მიზნით უხამსი ბრალდებების გამოყენების გამო ჟან ბოჰმერმანის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. მაინცის პროკურატურამ ბაჰმერმანის ჩათვლით 20 ადამიანის წინააღმდეგ „სახელმწიფო მეთაურის მიმართ შეურაცყოფის“ ბრალდებით სასამართლო პროცესი დაიწყო. გერმანიის კანონმდებლობის 103 მუხლის მიხედვით უცხო ქვეყნის სახელმწიფო მეთაურისათვის შეურაცყოფის მიყენება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იმავე მუხლის სხვა თავის მიხედვით შესაძლებელია, რომ ეს სასჯელი ხუთ წლამდე გაიზარდოს. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თურქეთის პრემიერმინისტრთან ამ საკითხთან დაკავშრებით გამართულ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ჟურნალისტის ასეთი ქმედება განზრახ იყო ჩადენილი. ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე სატელევიზიო არხის ZDF-ის პროგრამის დირექტორმა ნორბერტ ჰიმლერმაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ პროგრამის გაკეთებისას ეთიკური ნორმები დაცული არ იყო.



მსგავსი ინფორმაციები