პრეზიდენტმა პერსონალური მონაცემების დაცვის კანონი დაამტკიცა

პრეზიდენტმა პერსონალური მონაცემების დაცვის კანონი დაამტკიცა

466386
პრეზიდენტმა პერსონალური მონაცემების დაცვის კანონი დაამტკიცა

პრეზიდენტმა პერსონალური მონაცემების დაცვის კანონი დაამტკიცა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პერსონალური მონაცემების დაცვის კანონი დაამტკიცა. აღნიშნული კანონის მიხედვით, პერსონალური მონაცემების გამოყენება მხოლოდ შესაბამისი წესების დაცვით უნდა მოხდეს, ანუ პიროვნების თანხმობის გარეშე მისი გამოყენება აიკრძალა. ამ კანონის მიხედვით, პირის წარმომავლობა, აღმსარებლობა, ჯანმრთელობა და სექსუალური ცხოვრება პერსონალურ მონაცემებში შევა. პერსონალური მონაცემების კანონის დამტკიცების შემდეგ ამ საკითხის განმხილველი სამმართველოც უნდა ჩამოყალიბდეს, რომელმაც ქვეყნის ან კიდევ პიროვნების უფლებების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს. ის პირი ან კიდევ დაწესებულება, რომელიც უნებართვოდ სხვის მონაცემებს გამოიყენებს, უნდა დაისაჯოს. სასჯელი კი ასეთია 1-დან 2 წლამდე პატიმრობა და 1 მილიონამდე თურქული ლირის ფულადი ჯარიმა.



მსგავსი ინფორმაციები