მარდინის დაბა ნუსაიბინში დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა

რეგიონში მიმდინარე შეტაკებებში კიდევ ორი პოლიციელი დაიღუპა, 5 კი დაშავდა

466590
მარდინის დაბა ნუსაიბინში დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა

მარდინის დაბა ნუსაიბინში დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა.

უსაფრთხოების ძალების მიერ ფირატის უბანში წარმოებული ოპერაციის დროს სეპარატისტული ტერორგანიზაცია პკკ-ს წევრების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი პოლიციელი მძიმედ დაიჭრა. დაჭრილი პოლიციელი ნუსაიბინის სახელმწფიო საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

რეგიონში მიმდინარე შეტაკებებში კიდევ ორი პოლიციელი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

ოპერაციის დროს ასევე ტერორისტების მიერ ხელნაკეთი ასაფეთქებლის აფეთქებას ერთი სამხედრო და ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, სამი სამხედრო კიო დაშავდა. ​

ბითლისში სეპარატისტული ტერორგანიზაცია პკკ-ს წევრებთან შეტაკებას სოფლის ერთი მცველი ემსხვერპლა.

ბოლუში კი პოლიციის სპეცდანიშნულების ჯგუფების მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს პკკ-ს 2 წევრი იქნა ლიკვიდირებული.

თუნჯელიში უსაფრთხოების ძალებმა ერთი ტერორისტი გაუვნებელყვეს 1 ტერორისტი კი დაჭრილი დააკავეს.

ამავდროულად, თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა ერაყის ჩრდილოეთში საჰაერო ოპერაცია ჩაატარეს.

ზაპის რეგიონში ტერორისტების კუთვნილი მიწისქვეშა სამიზნეები წარმატებით იქნა განადგურებული.

გაერთიანებულ შტაბში გაკეთებული განცხადების მიხედვით, თურქეთის დროით 04.30 საათზე დაწყებული ოპერაციის დროს თავშესაფრები და გამოქვაბულები ოთხი ცალი F-4E 2020 და ექვსი ცალი F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებიდან იქნა დაბომბილი, რის დრისაც გამოყენებული იქნა ადგილობრივი წარმოების გამჭოლი ბომბები.

„თავშესაფრის ბომბის“ სახელით ცნობილი გამჭოლი ბომბით მიწისქვეშ დამალული სამიზნეები ნადგურდება.



მსგავსი ინფორმაციები