საგარეო უწყების განცხადება

მოსულში მდებარე თურქეთის საკონსულოს კამპუსი, რომელიც 2014 წლიდან დღემდე დეაშის მიერაა დაკავებული და სადაც დეაშის ტერორისტები არიან განთავსებულნი, საერთაშორისო კოალიციის წევრ ქვეყნების საბრძოლო თვითმფრინავებმა დაბომბეს

464021
საგარეო უწყების განცხადება

თურქეთის განცხადებით, მოსულში მდებარე თურქეთის საკონსულოს კამპუსი, რომელიც 2014 წლიდან დღემდე დეაშის მიერაა დაკავებული და სადაც დეაშის ტერორისტები არიან განთავსებულნი, საერთაშორისო კოალიციის წევრ ქვეყნების საბრძოლო თვითმფრინავებმა დაბომბეს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ოპერაცია თურქეთის დროით ღამით სამ საათზე ჩატარდა. აქვე ნათქვამია, რომ ოპერაციის მზადებასთან და განხორციელებასთან დაკავშირებით ყველა ეტაპზე თურქეთის მოსაზრება და თანხმობა იქნა აღებული.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, თურქეთი დეაშთან ბრძოლას საერთაშორისო კოალიციასთან ერთად თანამშრომლობით გააგრძელებს.



მსგავსი ინფორმაციები