აჰმედ დავუთოღლი დიარბექირშია

პრემიერი აჰმედ დავუთოღლი ეწვია დიარბექირს სადაც, გუშინ, მზაკვრულ ტერ-აქტში დაიღუპა 7 პოლიციელი

462937
აჰმედ დავუთოღლი დიარბექირშია

პრემიერი აჰმედ დავუთოღლი ეწვია დიარბექირს სადაც, გუშინ, მზაკვრულ ტერ-აქტში დაიღუპა 7 პოლიციელი.

პრემიერმა, უპ. ყოვლისა მოინახულა სურის რაიონი და მოხსენებით გამოვიდა ხალხის წინაშე თქვა:-„დღეს, თქვენთან ჩამოსვლისას, დიარბექირის სიყვარული მქონდა გულში, მაგრამ არ დაგვაცადეს.

გუშინ, კიდევ გამოასალმეს სიცოცხლეს ჩვენი 7 ძმა. ტეროპრისტები, ანკარაში, სტამბოლში ყველგან ახდენენ ადამიანების მოკვლას, ჩვენს დაშინებას ცდილობენ. მაშინ როცა, ჩვენ ძმობის და

სიყვარულის დანერგვა გვინდა, მათ უნდათ ღვარძლის და შუღლის დათესვა. ჩვენ გვჯერა თქვენი“-თქვა დავუთოღლიმ.

შემდეგ მან მოიარა სურის ქუჩები და გაესაუბრა მეწარმეებს. მოინახულა ჰასან ფაშას სავაჭრო ცენტრი, კვლავ გაესაუბრა ხალხს. აღნიშნა, რომ ქალაქ სურს არ დატოვებენ ტერორისტების დანგრეულ მდგომარეობაში. მას ხელახლა გააშენებენ.

გამოკვეთა სილოპის, სურის, ჯიზრეს განმასხვავებელი თვისებები და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანის პირობების შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებენ.

მათი მიზანი აშკარაა. დაიცვან ადამიანები, გარემო, ჩაატარონ საჭირო სამუშაოები. შექმნან ყველაზე კარგი პირობები. ვერც ერთი პროექტი ვერ მოიპოვებს მხარდაჭერას თუ არა მოემსახურება ადამიანს. ვერ დაიკავებს ადგილს ვერც ისტორიაში.

აღნიშნა, რომ თავიანთ მუშაობაში ყურადღებას გაამახვილებენ საკუთრების უფლების გარანტიაში აყვანასზეც. არ გადაიდგმება არც ერთი ნაბიჯი ნებართვის გარეშე. მოგვარებულ იქნება ყველა პრობლემა.



მსგავსი ინფორმაციები