კიდევ ერთი შეჰიდი თურქეთში

შირნაკში, ტერ-ორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ, 14 მარტში დაწყებული სამხედრო ოპერაცია, გრძელდება

461292
კიდევ ერთი შეჰიდი თურქეთში

შირნაკში, ტერ-ორგანიზაცია PKK-ს წევრების დაკავების, ასაფეთქებლებით გაწყობილი თხრილების ამოვსების და ხალხის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გამოცხადებული კომენდატის საათის შემდეგ, თურქეთის შეიარაღებული ძალების და სამართალდამცავების 14 მარტში დაწყებული სამხედრო ოპერაცია, გრძელდება.

დიჯლეს დასახლებაში, ტერორისტებს და უსაფრთხოების ძალებს შორის თავი იჩინა შეტაკებამ. დაჭრილი სპეც. ოპერაციის პოლიციელი გარდაიცვალა საავადმყოფოში.

ბათმანის, გერჯუშის რაიონში, PKK-თვის დახმარებაში, მათთვის თავშესაფრის მიცემაში, ორგანიზაციის სახელით თანხის შეგროვებაში, იარაღით და ლოგისტიკურ მხარდაჭერაში და მასში გაწევრიანებაში ეჭვმიტანილი 7 პირი მეთვალყურეობაში იქნა აყვანილი.

სამხედრო ოპერაციის დროს ხელში ჩაიგდეს მრავალი სამხედრო მასალა და იარაღი. 2 ეჭვმიტანილის დაკავებისთვის მიმდინარეობს მუშაობა.

სტამბოლის სულთანგაზის დაბა-დასახლებაში, ვერტმფრინავის მხარდაჭერით განხორციელებულ ოპერაციაში, ჩხრეკა ჩატარდა ერთ ჟურნალის ბიუროში, დაკავებულ იქნენ ზოგიერთი ეჭვმიტანილები.



მსგავსი ინფორმაციები