ანტიტერორისტული ოპერაციები თურქეთში
დაკავებულებს შორის უმრავლესობა უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან
სირიის საზღვართან თურქეთში შესვლის მსურველი დეაშის წევრი 10 ტერორისტი დააკავეს. დაკავებულ ტერორისტებს შაჰიდის ქამარი და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩნდათ. ქალაქ გაზიანთეფის გამგეობისგან გავრცელებული ინფორმაციით, ქარიქამიშის რაიონში თურქიურდუს სასაზღვრო პოლიციამ სირიიდან თურქეთში შესვლის მსურველი ტერორისტრთა ჯგუფი შენიშნა და მათ დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩაატარა. დაკავებულებს შორის ორი თურქი ხოლო დანარჩენი 8 უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან. მეორეს მხრივ გაზიანთეფიდან სირიაში გადასვლის მსურველი ორი ქალი, მთლიანობაში ექვსი უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნა დაკავებული. რეგიონის ჟანდარმერიის მიერ დაკავებული უცხოელი მოქალაქეები უკვე დაპატიმრებული არიან. გუშინ საღამოს ასევე სტამბოლში დეაშის წევრი ორი ერაყის და ერთი კი სირიის მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ტერაქტის განხორციელებას აპირებდნენ. დაკავებულები პკკ-დან დეაშში გადაბირებული ტერორისტები აღმოჩდნენ.