საპროტესტო მსვლელობა ისთიკლალზე

მსვლელობის მონაწილეები გენერალური კონსულები იყვნენ

456212
საპროტესტო მსვლელობა ისთიკლალზე

სტამბოლის ისთიკლალის პროსპექტზე, სადაც შაბათს ტერაქტი მოხდა და რომელსაც 4 კაცი ემსხვერპლა, დღეს საპროტესტო სვლა მოაწყვეს სტამბოლში აკრედიტირებულმა უცხო ქვეყნების გენერალურმა კონსულებმა. ამ მსვლელობის ორგანიზატორი იყო ბეშიქთაშის მერია და გამგეობა რა, გენერალურმა კონსულებმა ბეშიქთაშის მერთან და გამგებელთან ერთად ყვავილები დააწყვეს აფეთქების ადგილზე, ხოლო ამის პარალელურად ორი პლაკატიც გამოფინეს წარწერებით: “მშვიდობა მამულში, მშვიდობა მსოფლიოში“ და “ქედს არ მოვუხრით ტერორს“. მსვლელობის მონაწილეებმა ასევე ბრიუსელში დღეს მომხდარი ტერაქტებიც დაგმეს და დაღუპულების გამო ბელგიის მთავრობას და ხალხს მიუსამძიმრეს



მსგავსი ინფორმაციები