გუშინ მინისტრთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
განიხილეს მრავალი საკითხი
გუშინ პრემიერის ჩანკაიას რეზიდენციაში მინისტრთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზედაც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მრავალი ასპექტები განიხილეს.
სხდომის დასრულების შემდეგ პრეს კონფერენცია მოაწყო ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრეს წარმომადგენელმა ნუმან კურთულმუშმა და თქვა, რომ თურქეთის არა კეთილმოსურნეებს აქ ტერაქტების გახშირებით სურთ ქვეყნის პარალიზება და მისი გადაქცევა ჩვეულებრივ ახლო აღმოსავლურ ქვეყნად, სადაც აფეთქებები და თავდასხმები ყოველდღიური ცხოვრების თანამგზავრები არიან.
“ჩვენი მთავრობა და ხალხი არ შეუშინდება ტერორს, პირიქით კიდევ უფრო შემჭიდროვდებიან და საკადრის პასუხს გასცემენ ტერორისტებსაც და მათ მხარდამჭერებსაც“, განაცხადა კურთულმუშმა.
მან თურქეთ-ევროკავშირს შორის არალეგალური მიგრაციის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ 4 აპრილიდან დაიწყებენ საბერძნეთის კუნძულებზე თავშეფარებული მიგრანტების თურქეთში ექსტრადაციას, ხოლო თითოეული ასეთი მიგრანტის სანაცვლოდ თურქეთში თავშეფარებულ და ოფიციალურად რეგისტრირებულ ერთ სირიელს გააგზავნიან ევროკავშირის ქვეყნებში რა, ასეთი მეთოდით შეეწინააღმდეგებიან არალეგალურ მიგრაციას.
ვიცეპრემიერის თქმითვე თურქეთში თავშეფარებულ ზოგიერთ სირიელს, რომლებსაც პროფესია ან უმაღლესი განათლების დიპლომები გააჩნიათ, შეიძლება მოქალაქეობაც მისცენ და შესაბამის სამუშაოებზეც დაასაქმონ