ირანელი დიპლომატი ერდოღანმა და დავუთოღლუმაც მიიღეს

განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და სირიის კრიზისი

454551
ირანელი დიპლომატი ერდოღანმა და დავუთოღლუმაც მიიღეს

თურქეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯევად ზარიფი ჯერ თავისმა თურქმა კოლეგამ მევლუტ ჩავუშოღლუმ მიიღო, შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა და პრემიერმა დავუთოღლუმ.

განხილვის მთავარი თემა კი ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად, სირიის კრიზისი და სხვა რეგიონალური პრობლემები იყო.

ორი დიპლომატის პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართეს და თქვეს, რომ თურქეთ-ირანს შორის წლიურ სავაჭრო ბრუნვას 30 მილიარდ დოლარამდე აიყვანენ.

“ამ ბოლო წლებში ორ მეზობელ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროც საკმარისად განვითარდა და მის ფარგლებში გასულ წელს თურქეთს 1,7 მილიონი ირანელი ტურისტი ეწვია“, აღნიშნეს დიპლომატებმა და დაამატეს, რომ საჭიროა ამ ციფრის გაზრდა.

სირიის კრიზისზე საუბრისას ესადის მიმართ განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, მათ მხარი დაუჭირეს მოლაპარაკებების გაგრძელებას და მის ფარგლებში მორატორიუმის დაცვას, ხოლო ამასთან ხაზი გაუსვეს, რომ ქვეყნის მომავალი მხოლოდ სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს



მსგავსი ინფორმაციები