ედირნეში და იზმირში არალეგალები დააკავეს
ედირნეში და იზმირში არალეგალები დააკავეს
თურქეთის ქალაქ ედირნეში ევროპაში გადასვლის მსურველი 43 არალეგალი მიგრანტი დააკავეს. რეგიონის პოლიციის სამმართველოში შესული შეტყობინების შემდეგ სამართალდამცველებმა ქაფიქულეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტის მახლობლად მდებარე სოფლებში მიკოროავტობუსი გააჩერა, რომელსაც არალეგალები გადაჰყავდა. 15 კაციან მიკროავტობუსში ბავშვების და ქალების ჩათვლით 43 სირიელი მიგრანტი იყო მოთავსებული. დაკავებული მიგრანტები რეგიონის საემიგრაციო ადმინისტრაციაში იქნენ გადაყვანილი. დღეს ასევე იზმირის, დიქილის რაიონში საბერძნეთის კუნძულებზე არალეგალური გზით გადასვლის მსურველი 54 მიგრანტიც დააკავეს. სანაპიროს დაცვის სამსახურების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად დაკავებული 54 არალეგანი ავღანეთის მოქალაქე რეგიონის საემიგრაციო ადმინისტრაციაში იქნენ გადაყვანილი.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შედმეგ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შედმეგ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა