სისხლიანი ტერ-აქტის ჩამდენი დამნაშავე არის ქალი
ანკარის ტერ-აქტის მომწყობ დამნაშავეს, რომელმაც მრავალი უდანაშაულო ადამიანი შეიწირა, წვრთნები მიუღია PKK-ს, სირიის გაგრძელებად ცნობილ PYD-ს ბანაკებში

როგორც გაირკვა, 13 მარტს, დედაქალაქ ანკარის ტერ-აქტის მომწყობ დამნაშავეს, რომელმაც მრავალი უდანაშაულო ადამიანი შეიწირა, წვრთნები მიუღია PKK-ს, სირიის გაგრძელებად ცნობილ PYD-ს ბანაკებში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სისხლიანი ტერ-აქტის ჩამდენი დამნაშავე, არის 1992 წელში დაბადებული, ყარსის კაღიზმანის მკვიდრი ქალი ტერორისტი, სეჰერ ჩაღლა დემირი.
2013 წლიდან გაწევრიანებული ყოფილა ტერ-ორგანიზაცია PKK-ში, შემდეგ გადასულა სირიაში და სისხლიანი ტერ-აქტების წარმართვის მიზნით, წვრთნები მიუღია YPG-ს ტერ-ორგანიზაციაში.
ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა თურქეთის არგუმენტი, რომ არავითარი განსხვავება არ არსებობს PKK და PYD-ს შორის.
ორგანიზაცია, რომელმაც დამარცხება განიცადა ქვეყნის შიგნით, საზღვარგარეთ გამოწრთობილი ტერორისტების მეშვეობით წარმართავს სისხლის ღვრას დიდ ქალაქებში.
აშშ-ის ჩათვლით, დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნები, ვერ ხედავენ ტერ-ორგანიზაციებს შორის კავშირს, რომელმაც ანკარაში, კვირას საღამოს, მრავალი უდანაშაულო ადამიანი შეიწირა.
ტერორისტულმა დაჯგუფებამ PYD-მ, გაწვრთნილი ჯალათი, სისხლიანი ტერ-აქტისთვის გამოაგზავნა თურქეთში, მაგრამ თურქი ხალხი შესძლებს მუხანათი ტერორისტების თავიანთ სისხლში დახრჩობას.
თურქეთის ყველა კუთხიდან, მოდის ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობის მესიჯები. უფრო მტკიცედ ხდება ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანება.
მსგავსი ინფორმაციები

პრეზიდენტი ერდოღანი ქაჰრამანმარაშში იფთრის პროგრამას დაესწრო
პრეზიდენტი ერდოღანი ქაჰრამანმარაშში იფთრის პროგრამას დაესწრო