თურქეთის გამანადგურებლებმა კანდილის მთები დაბომბეს

ლიკვიდირებულია 45 ქურთი ტერორისტი

451227
თურქეთის გამანადგურებლებმა კანდილის მთები დაბომბეს

თურქული საინფორმაციო წყაროების ცნობით გუშინ დილით თურქული გამანადგურებლებისგან შემდგარმა ესკადრილიამ დაბომბა ჩრდილოეთ ერაყის კანდილის და გარას მთებში თავშეფარებული პკკ-ას ტერორისტების ობიექტები და დიდი მატერიალური ზარალი მიაყენა რა მათ, ამასთან ლიკვიდირებულ იქნა 45 სეპარატისტი.

ამის პარალელურად ანკარამ ქალაქ შირნაქში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ქურთები, 23:00 საათიდან კომენდანტის საათი გამოაცხადა, რის კვალდაკვალ დაიწყეს ქალაქის გაწმენდითი სამუშაოები და მის ფარგლებში დაშალეს ქუჩებში აგებული ბარიკადები, შეავსეს თხრილები, განაღმეს დანაღმული ქუჩები და ა.შ.

სირიის მოსაზღვრე თურქულ ქალაქ გაზიანთეფიდან მიღებული ცნობებით კი საზღვარზე პკკ-ას სირიული განშტოების PYD-ს წევრი 10 ტერორისტი დააკავეს, რომლები არალეგალური გზებით ცდილობდნენ თურქეთში შემოსვლას



მსგავსი ინფორმაციები