ბაქოში გათვალისწინებული სხდომა ჩატარდება ანკარაში

თურქეთთან თანადგომის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა წამოაყენა წინადადება სხდომის, ბაქოს მაგივრად, ანკარაში ჩატარებაზე

450983
ბაქოში გათვალისწინებული სხდომა ჩატარდება ანკარაში

თურქეთ-აზერბაიჯანს შორის, დღეს, ბაქოში გათვალისწინებული ორი სახელმწიფოს უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეხუთე სხდომა, ჩატარდება ანკარაში.

ანკარაში წარმოქმნილი უკანასკნელი ტერ-აქტის შემდეგ, თურქეთთან თანადგომის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა წამოაყენა წინადადება სხდომის, ბაქოს მაგივრად, ანკარაში ჩატარებაზე.

პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა ტერორის წინააღმდეგ, თურქეთთან კონკრეტული სოლიდარობის დემონსტრირების ფარგლებში წამოყენებული წინადადება გაიზიარა და ამ ჟესტისთვის ალიევს მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტი ერდოღანი, გასულ თვეშიც ითვალისწინებდა ბაქოში წასვლას, მაგრამ 17 თებერვლის ტერ-აქტის გამო, გადადო ვიზიტი.



მსგავსი ინფორმაციები