შიდა გამოხმაურებანი ანკარის ტერაქტზე

ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც მკაცრად დაგმო ეს ტერაქტი

450218
შიდა გამოხმაურებანი ანკარის ტერაქტზე


ანკარის წუხანდელი ტერაქტის კვალდაკვალ განცხადება გაავრცელა ერდოღანმა და მკაცრად დაგმო რა ანკარაში მორიგი თავდასხმა, მას ამორალური და სინდისდაკარგული ადამიანების ნამოქმედარი უწოდა.

მისი თქმით ქურთი ტერორისტები დიდ ძალას კარგავენ თურქ სამართალდამცავებთან ბრძოლაში და ამიტომ ახლა ჯინს მშვიდობიან მოქალაქეებზე იღებენ, მაგრამ, ასეთი არა ადამიანური ტერაქტების მიუხედავად მთავრობა მათი სრულ განადგურებამდის გააგრძელებს ოპერაციებს. მანვე თურქ და ქურთ ხალხს ერთიანობისკენ და სოლიდარობისკენ მოუწოდა.

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარემ ისმაილ კაჰრამანმა მიუსამძიმრა რა თურქ ხალხს დაღუპულების გამო, დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. “ამ ტერაქტმაც დიდი ტკივილი მოგვაყენა და აღშფოთებული ვართ ტერორისტების უსინდისობით, მაგრამ, მთავრობასაც და ხალხსაც აქვს ნებისყოფა და ძლიერი გამოცდილება, რათა ამ თავდასხმის შედეგებიც მოვინელოთ და პარალელურად კი გავაგრძელოთ ოპერაციები ტერორისტების წინააღმდეგ“, აღნიშნულია კარამანის განცხადებაში.

პრემიერმა დავუთოღლუმ ტერაქტის შემდეგ სასწრაფოდ მოიწვია უსაფრთხოების საგანგებო შეკრება და მისი დასრულების შემდეგ თქვა, რომ კაცისმკვლელმა ტერორისტებმა, რომლებთაც არ აქვთ, არც რწმენა, არც ეროვნება, არც სინდისი და არც ადამიანობა, ანკარის შუაგულში განახორციელეს მორიგი თავდასხმა და ათეულობით უდანაშაულო ადამიანს მოუსწრაფეს სიცოცხლე.

მანვე ამ ტერაქტის გამო დღევანდელი ვიზიტი იორდანიაში გადაავადა.

ვიცეპრემიერის და მთავრობის პრეს წარმომადგენლის ნუმან კურთულმუშის განცხადებით ასეთი ტერაქტებით ბზარს ვერ გაუჩენენ თურქი და ქურთი ხალხის ძმობა-მეგობრობას, პირიქით ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება და ერთობლივად ამოძირკვავენ ტერორიზმის სენს. ანკარის ტერაქტი დაგმეს და თურქ ხალხს მიუსამძიმრეს ასევე ოპოზიციის ლიდერებმა



მსგავსი ინფორმაციები