თურქეთი მისი სტაბილურობისათვის ყველაფერს გააკეთებს

თურქეთი მისი სტაბილურობისათვის საფრთხის შექმნის უფლებას არავის მისცემს

448118
თურქეთი მისი სტაბილურობისათვის ყველაფერს გააკეთებს

თურქეთი მისი სტაბილურობისათვის საფრთხის შექმნის უფლებას არავის მისცემს

თურქეთის პრემიერმინისტრი აჰმედ დავუთოღლუ გუშინ ანკარაში საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის 35-ე წლისთვათან დაკავშირებით გამართულ საღამოს დაესწრო. დავუთოღლუმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მათი მთავრობა პოლიტიკური სტაბილურობის გამოყენებით, რაც ამჟამად არის თურქეთში, რამოდენიმე წელში ქვეყნის მსოფლიო საინვესტიციო ცენტრად გადაქცევას აპირებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური სტაბილურობის წინააღმდეგ ყველაზე დიდი საშიშროება ტერორიზმია და მათი მთავრობა აგრძელებს და სამომავლოდაც გააგრძელებს მათ წინააღმდეგ ბრძოლას. "თურქეთის სტაბილურობისათვის საფრთხის შექმნის უფლებას არავის მივცემთ. ტერორიზმი მსოფლიო გლობალური პრობლემაა და არა მხოლოდ თურქეთის, ამიტომ ერთად დგომაა საჭირო. თურქეთი კი ტერორიზმის წინააღმდეგ, რაც ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის, ყველაფერს გააკეთებს, რათა მათ წარმატებას ვერ მიაღწიონ" - განაცხადა დავუთოღლუმ. მან ასევე დასძინა, რომ მათი მმართველობის პერიოდში თურქეთ-ევროკავშირს შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს, რის შედეგადაც მიმდინარე წლის ივნისის თვიდან თურქეთის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ შესვლის უფლებაც მიეცემათ.



მსგავსი ინფორმაციები