დავუთოღლი ბრიუსელშია

ბრიუსელში წასულ პრემიერ მინისტრს აჰმედ დავუთოღლის, შეხვედრა ჰქონდა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ანგელა მერქელთან

445856
დავუთოღლი ბრიუსელშია

გუშინ ღამის საათებში, ევროკავშირის სამიტზე მონაწილეობის მისაღებად, ბრიუსელში წასულ პრემიერ მინისტრს აჰმედ დავუთოღლის, შეხვედრა ჰქონდა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ანგელა მერქელთან და ევროკავშირის მორიგ თანა თავჯდომარესთან, ჰოლანდიის პრემიერთან მარკ რუტესთან.

თურქეთის, ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენლობაში, დავუთოღლიმ, მერქელმა და რუტემ, ჯერ ჩაატარეს პირისპირი შეხვედრა.

შემდეგ, სამმა ლიდერმა, თავჯდომარეობა გაუწია წარმომადგენლობათა ჯგუფის შეხვედრას. თურქეთის ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენლობამ, პირველად გაუწია მასპინძლობა ევროკავშირის მორიგი თანა თავჯდომარის და პრემიერების მონაწილეობით შეხვედრას.

პრესისთვის დახურულ კარს მიღმა ჩატარებული შეხვედრა გაგრძელდა 5 საათსა და 45 წუთს.

მთავრობის პრეს-ცენტრის ცნობით, დღეისთვის გათვალისწინებული თურქეთ-ევროკავშირის სამიტის წინ, დეტალურად იქნა განხილული არალეგალთა უწესრიგო მიგრაციის ჩათვლით, სირიის ვითარება, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და რეგიონული საკითხები.



მსგავსი ინფორმაციები