კიდევ ერთი ტრაგედია ეგეოსის ზღვაში

წინასწარი ინფორმაციით 18 სირიელი მიგრანტი დაიღუპა

445590
კიდევ ერთი ტრაგედია ეგეოსის ზღვაში

კიდევ ერთი ტრაგედია ეგეოსის ზღვაში

თურქეთის ქალაქ აიდინის, დიდიმის რაიონიდან არალეგალური გზით საბერძნეთის კუნძულებზე გადასვლის მსურველი მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც წინასწარი ინფორმაციით 18 სირიელი მიგრანტი დაიღუპა. გასაბერი ნავი რომლითაც მიგრანტები საბერძნეთის კუნძულზე აპირებდნენ გადასვლას სანაპიროდან 200 მეტრის მოშორებით ჩაიძირა. თურქეთის სანაპიროს დაცვის სამსახურებმა ასევე 15 სირიელი არალეგალი მიგრანტი გადაარჩინა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები