დავუთოღლუ ჯიჰანგირმა და რუჰანიმ მიიღეს

განიხილეს ორმხრივი და რეგიონალური საკითხები

445156
დავუთოღლუ ჯიჰანგირმა და რუჰანიმ მიიღეს

თეირანში ოფიციალური ვიზიტით ჩასულ დავუთოღლუს პირველი პირისპირი შეხვედრა ირანის ვიცეპრეზიდენტმა ისჰაკ ჯიჰანგირმა მოუწყო, რის დასრულების შემდეგ დელეგაციათა შორისო მოლაპარაკებებიც შედგა.

ამის შემდეგ დავუთოღლუმ და ჯიჰანგირმა ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართეს და სტუმარმა თქვა, რომ ზოგიერთ საკითხში აზრთა სხვაობის მიუხედავად ორივე ქვეყანა მზად არის ერთობლივ პლატფორმაზე გამოვიდნენ რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარების საკითხში.

“თუ თურქეთი და ირანი ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალს სრულიად გამოიყენებენ, მაშინ, ისინი ერთობლივად შეეწინააღმდეგებიან რეგიონში ძმათამკვლელურ შეტაკებებს. ეს ორი ქვეყანა ისტორიული მეზობლები და მეგობრები არიან, ამიტომაც მრავალი ერთობლივი წარსულიც გააჩნიათ. ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ რეგიონის განვითარებაში და ამ მხრივ მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებენ. მოკლედ, არ ვაპირებთ რეგიონის მომავლის სხვა, გარე მოთამაშეებისათვის დათმობას“, განაცხადა დავუთოღლუმ.

ჯაჰანგირის თქმით თურქი პრემიერის ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების დაახლოება-განმტკიცებასაც და რეგიონალური პრობლემების მოგვარებასაც.

თურქი პრემიერი ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმაც მიიღო და განიხილეს ტერორიზმის, სირიის, ლტოლვილების და სხვა აქტუალური საკითხები. შეთანხმდნენ, რომ განავითარებენ ურთიერთთანამშრომლობას ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ტურიზმის სფეროებში



მსგავსი ინფორმაციები