ერდოღანმა დასავლეთ აფრიკული ტურნე დაასრულა

ერდოღანი დასავლეთ აფრიკის ტურნეს ბოლო ქვეყანა, გვინეაში, იმყოფებოდა

444193
ერდოღანმა დასავლეთ აფრიკული ტურნე დაასრულა

ერდოღანი დასავლეთ აფრიკის ტურნეს ბოლო ქვეყანა, გვინეაში, იმყოფებოდა.

ორ ქვეყანას შორის თავდაცვის, ეკონომიკის, ჯანდაცვის მსგავს 9 მთავარ საკითხზე ხელშეკრულება იქნა გაფორმებული.

სახელმწიფოს მეთაურ ალფა კონდისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ გვინეას როგორც მოძმე ქვეყანას ისე უყურებს და დაამატა, რომ თურქეთის ავიახაზები ივნისში გვინეაში რეისების შესრულებას დაიწყებს.

ერდოღანი ასევე შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ გვინეას როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა სიმდიდრეები გააჩნია და მათი მიზანია ამჟამად 69 მილიონი დოლარის სავაჭრო პოტენციალის პირველ ეტაპზე 250 მილიონ დოლარამდე შემდეგ კი 500 მილიონ დოლარამდე გაზრდა.

გვინეას სახელმწიფოს მეთაურმა ალფა კონდიმ კი კმაყოფილება გამოხატა ვიზიტის გამო და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი გვინეის მოსახლეობისათვის დიდი გაკვეთილია და მათ სასწავლი ბევრი რამ აქვთ.

ერდოღანმა კონდის დაბადების დღის სიურპრიზი მოუწყო და განუცხადა, რომ სტამბოლის მერია დედაქალაქ კონაკრის 50 ავტობუსს აჩუქებს, რაც გვინეას პრეზიდენტს ძალიან გაეხარდა.

ერდოღანი გვინეაში შეხვედრების დასრულების შემდეგ თურქეთში დაბრუნდა.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #ტურნე , #დასავლეთ აფრიკა

მსგავსი ინფორმაციები