ერდოღანის ვიზიტი დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში

თურქეთის პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განას პრეზიდენტ ჯომ დრამანი მაჰამასთან ერთად მონაწილეობა მიიღო თურქეთ-განას საქმიან ფორუმში.

443083
ერდოღანის ვიზიტი დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში

თურქეთის პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განას პრეზიდენტ ჯომ დრამანი მაჰამასთან ერთად მონაწილეობა მიიღო თურქეთ-განას საქმიან ფორუმში.

ფორუმზე სიტყვით გამოსულმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ბოლო წლებში მსოფლიოს ეკონომიკას რთული და მგრძნობიარე პერიოდი აქვს და დაამატა: „თურქეთი, როგორც აფრო ევრაზიულ გეოგრაფიაზე მდებარე ქვეყანა, ცდილობს ყველა პლატფორმაზე თავისი და ყველა მეგობრის ხმას წარმოადგენდეს“.

ერდოღანის განცხადებით, მათი მიზანია განასთან არსებული სავაჭრო ბრუნვის 400 მილიონი დოლარიდან 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდა და თურქეთის ავიახაზებს აკრაში კვირაში 7 რეისის 14-მდე გაზრდისათვის სამუშაოების დაწყების მითითება მისცა.

პრეზიდენტი ერდოღანი ბიზნესფორუმის შემდეგ აკრას ძირითადად მუსლიმებით დასახლებულ კანდას რეგიონში მშენებარე მილეთის მეჩეთს ეწვია.

მოგვიანებით კი კოლეგა მაჰამასთან ერთად კოტოკას საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის მესამე ნაგებობის საძირკველის ჩაყრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში გაემგზავრა.

ერდოღანი დღეს ნიგერიის პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტ მუჰამედ ბუჰარისთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც ორივე ლიდერი დელეგაციებს შორის შეხვედრას უხელმძღვანელებს.

შეხვედრაზე რეგიონალურ და გლობალურ საკითხებთან ერთად ორმხრივი ურთიერთობებსაც განიხილავენ.

მოგვიანებით კი თურქეთის პრეზიდენტი აბუჯაში მდებარე თურქეთის საელჩოს ესტუმრება.

დედაქალაქ აბუჯაში შეხვედრების დასრულების შემდეგ პრეზიდენტი ერდოღანი დასავლეთ აფრიკის ტურნეს ფარგლებში ბოლო ქვეყანა გვინეაში გაემგზავრება.



მსგავსი ინფორმაციები