ხოჯალოს ხოცვა-ჟლეტის 24-ე წლისთავია

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება 1992 წლის 26 თებერვალს, მთიანი ყარაბაღის, ქალაქ ხოჯალოში განხორციელებული თავდასხმის დროს დაღუპულებთან დაკავშირებით

439724
ხოჯალოს ხოცვა-ჟლეტის 24-ე წლისთავია

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება 1992 წლის 26 თებერვალს მთიანი ყარაბაღი, ქალაქ ხოჯალოში, განხორციელებული თავდასხმის დროს დაღუპულებთან დაკავშირებით. ხოჯალოს გენოციდის 24-ე წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ მესიჯში დაგმობილ იქნა ადამიანთა ხოცვა და აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაცია. აღინიშნა:-„24 წლის წინ, ხოჯალოში, აზერბაიჯანელ ძმებზე განხორციელებულ ბარბაროსულ თავდასხმას და სასტიკ ხოცვა ჟლეტას, თურქეთი გულით განიცდის და იზიარებს მათ მწუხარებას. სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო გაერთიანებების მხრიდან განხორციელებულ ხოცვას და აზერბაიჯანის ტერიტორიების წლების მანძილზე ოკუპაციას მკაცრად გმობს თურქეთი“.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის სამხედროების მხრიდან 1992 წლის 26 თებერვალს, მთიანი ყარაბაღის ქალაქ ხოჯალოს თავდასხმაში მოკლულ იქნა სულ 613 ადამიანი, მათგან 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი იყო.

დაიჭრა 76 ბავშვის ჩათვლით 487, ტყვედ იქნა აყვანილი 1275 ადამიანი. იმ წლიდან მოყოლებული დაკარგული 150 ადამიანის ბედი კი ჯერაც უცნობია.



მსგავსი ინფორმაციები