ანკარაში მინისტრთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

განიხილეს აქტუალური საკითხები

437560
ანკარაში მინისტრთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

გუშინ ერდოღანის თავჯდომარეობით მინისტრთა კაბინეტის მორიგი სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა და მთავრობის პრეს წარმომადგენელმა ნუმან კურთულმუშმა პრესისათვის განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ დადებითად უყურებენ და მიესალმებიან ამერიკა-რუსეთს შორის სირიაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღებულ შეთანხმებას.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ზუსტად და თანმიმდევრულად დაიცავენ მორატორიუმის პირობებს.

“ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებს გარეთ დარჩება ისლამური სახელმწიფო და მისი მსგავსი რადიკალური ორგანიზაციები. გვინდა ვირწმუნოთ, რომ რუსეთი DEAŞ-თან ბრძოლის მოტივით კვლავ არ გააგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის ჟლეტას. ყოველივე ამის მიუხედავად დადებითად ვაფასებთ მიღწეულ შეთანხმებას. თუ 6 თვიანი სამშვიდობო პროცესი პოზიტიურად დასრულდება, მაშინ, შეიძლება ლტოლვილებიც დაუბრუნდნენ საკუთარ კერებს“, განაცხადა კურთულმუშმა.

იგი შეეხო ქურთი ტერორისტების წინააღმდეგ წარმოებულ ოპერაციებს და თქვა, რომ იგი წარმატებით მიმდინარეობს და მას ტერორისტების სრულ განადგურებამდის გააგრძელებენ.

მანვე ამ ბრძოლაში თურქ და ქურთ ხალხს ერთიანობისკენ და სოლიდარობისკენ მოუწოდა



მსგავსი ინფორმაციები