ანტიტერორისტულ ოპერაციებში 4 სამხედრო დაიღუპა

ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში მიმდინარე ოპერაციებში 4 სამხედრო დაიღუპა

437220
ანტიტერორისტულ ოპერაციებში 4 სამხედრო დაიღუპა

ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში მიმდინარე ოპერაციებში 4 სამხედრო დაიღუპა.

დიარბაქირის დაბა სურში ტერორისტებთან შეტაკების დროს 2 სამხედრო დაიღუპა, 1 კი დაიჭრა.

ოპერაციების დაწყების დღიდან 219 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული და 214 ხელნაკეთი ასაფეთქებელი კი გაუვნებელყოფილი.

ხუთშაბათს ლიჯეში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული და ანკარაში გადაყვანილი ჟანდარმერიის რიგითი ოღუზ არსლანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ასევე ერთი სამხედრო დაიღუპა შირნაქის დაბა იდილში.

დაბაში, სადაც კომენდატის საათი მოქმედებს, 4 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული და ოპერაციები 2 უბანსა და ერთ სოფელში გააქტიურდა.

მარდინის დაბა დერიქში კი 4 ტერორისტი იქნა მოკლული, რომლებმაც უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმა განახორცილეს და მიმდებარედ მდგომი სატრანსპორტო საშუალებები მოიპარეს.



მსგავსი ინფორმაციები