ანკარის ტერაქტის გამოძიების ფარგლებში 14 ადამიანი დააკავეს

ანკარაში 17 თებერვალს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, რომელსაც 28 ადამიანი ემსხვერპლა და 61 კი დაშავდა, 14 ადამიანი დააპატიმრეს

436939
ანკარის ტერაქტის გამოძიების ფარგლებში 14 ადამიანი დააკავეს

ანკარაში 17 თებერვალს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, რომელსაც 28 ადამიანი ემსხვერპლა და 61 კი დაშავდა, 14 ადამიანი დააპატიმრეს.

დაკავებული 21 ეჭვმიტანილიდან 14 პროკურატურაში ჯვარედინი დაკითხვის შემდეგ დაპატიმრების მოთხოვნით სასამართლოში გადააგზავნეს. ეჭვმიტანილებიდან 7 პროკურატურამ გაათავისუფლა.

ეჭვმიტანილებს „შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციისათვის დახმარება“, „დოკუმენტების გაყალბება“ და „სახელმწიფო დაწესებულება-ორგანიზაციების გამოყენებით თაღლითობა“ ედებათ ბრალად.

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარაში სისხლიანი ტერაქტი PKK-მ და PYD-მ მოაწყვეს მიუხედავად იმისა, რომ ტერორგანიზაცია საპირისპიროს ამტკიცებს.

პრემიერმინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ კი აღნიშნა, რომ PYD-ს მოწყობილ ტერაქტზე PKK-ს განშტოება TAK-ის მიერ პასუხისმგებლობის აღებაზე დაფიქრებაა საჭირო და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ TAK-მა ეს განცხადება მომხდარიდან სამი დღის შემდეგ გააკეთა.


საკვანძო სიტყვები: #ანკარა , #ტერაქტი , #გამოძიება

მსგავსი ინფორმაციები